Game Wave Family Entertainment System | |
---|---|
![]() | |
მწარმოებელი | ZAPiT Games |
ტიპი | DVD-დამკვრელი და სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი | 2005 |
თავდაპირველი ფასი | 99 აშშ დოლარი |
შეწყდა | 2009 |
გაიყიდა | დაახ. 70,000 (2008)[1] |
მედია | DVD-ROM |
Game Wave Family Entertainment System, შემოკლებით Game Wave — ჰიბრიდული მოწყობილობა, რომელიც თავის თავში აერთაინებს DVD-დამკვრელს და მეშვიდე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლს. მოწყობილობა შეიმუშავა კომპანია ZAPiT Games-მა.[2] გამოვიდა 2005 წლის ოქტომბერში კანადაში.[3] მისი ფასი აშშ-ში შეადგენდა 99 აშშ დოლარს.
კონსოლს კომპლექტში მოჰყვებოდა ოთხი თამაში, ოთხი დსიტანციური მართვის პულტი, (რომელსაც გააჩნდა კონტროლერის დანიშნულება) და RCA და S-Video კაბელები.
Game Wave-ის სათამაშო ბიბლიოთეკა მეტად მწირია. საერთო ჯამში, მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 13 ერთეული თამაში, რომელთა უმეტესობა თავსატეხი ჟანრისაა.[4] 2008 წლის მონაცემებით გაყიდულია კონსოლის დაახლოებით 70,000 ეგზემპლარი. Game Wave-ის წარმოება შეწყდა 2009 წელს.